“არემჯი გოლდის“ საინიციატივო ჯგუფსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კომპანია “არემჯი გოლდის“ საინიციატივო ჯგუფსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, მოლაპარაკების პროცესი მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია.
კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლებმა და საყდრისის საბადოზე დასაქმებულებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს.
ათასზე მეტი ადამიანი პრეზიდენტის რეზიდენცასთან დილიდან შეიკრიბა. კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლები და საყდრისის საბადოზე დასაქმებულები „არემჯი გოლდისთვის” ლიცენზიის გაგრძელებას და პრეზიდენტთან ამ საკითხზე პირადად შეხვედრას ითხოვდნენ. ამასთან, საბადოზე დასაქმებულების თქმით, რამდენიმე კვირაში კომპანიას ოქროს მოპოვების უფლება ეწურება. შესაძლოა, კაზრეთში სამუშაოები საერთოდ გაჩერდეს და იქ დასაქმებულები უმუშევრად დარჩნენ. მათივე თქმით, ბოლნისის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ საბადოზეა დასაქმებული და ოჯახებს სწორედ ამ სახსრებით არჩენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები