კომპანია ”RMG” – ის თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრნენ. მათი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მათთან შეხვედრა პრეზიდენტმა არ მოინდომა, ახლა პრემიერის იმედი აქვთ. ”თქვენ ნამდვილი ოცნების წარმომადგენელი არ ხართ, ჩვენ წავალთ იმ ადამიანთან, ვისი იმედიც ნამდვილად გვაქვს, ეს კი არის საქართველოს პრემიერ მინისტრი. ჩვენ ის დაგვეხმარება!” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლალი დემორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეეები კომპანია RMG – თვის იანვრის თვიდან ლიცენზიის გაგრძელებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები