კონსტანტინე კუბლაშვილმა უხუცესი მოსამართლეები და თანამშრომლები დააჯილდოვა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა უხუცესი მოსამართლეები და თანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიება უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილესთან დაუკავშირებით გაიმართა. კუბლაშვილის განცხადებით, დღეს ასევე დაჯილდოვდნენ უზენაესი სასამართლოს მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლოში.
“დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ შენობის, უზენაესი სასამართლოს 120 წლისთავს. ვაჯილდოებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ არა მხოლოდ უზენაეს სასამართლოში, არამედ მოსამართლედ მუშაობის. ასეთი გახლავთ სამი მოსამართლე, რომლებსაც სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის 27, 30, 32 წლის სტაჟი აქვთ”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.