არჩილ კბილაშვილი ხელისუფლებას მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს სთავაზობს
ყოფილი მთავარი პროკურორი და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ევროპული არჩევანის” დამფუძნებელი არჩილ კბილაშვილი ხელისუფლებას მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს სთავაზობს.
როგორც კბილაშვილმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფციისას ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი პროკურორის დანიშვნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ, საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და პარლამენტმა.
მისივე განცხადებით, მთავარი პროკურორი უნდა გათავისუფლდეს იმპიჩმენტის პროცედურით ისე, როგორც ეს არის დადგენილი უზენაესი სასამართლოს წევრისათვის.
“ხოლო რაც შეეხება რიგით პროკურორს, იქ არის დისციპლინური წარმოების წესები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, როდესაც რიგითი პროკურორი არ უნდა გახდეს მთავარი პროკურორის შეხედულების მსხვერპლი. პრაქტიკა მოწმობს, სტატისტიკა ვნახეთ, 2012, 2014 წლებში, 97 პროკურორი და გამომძიებელია საკუთარი განცხადებით წასული სისტემიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად დისციპლინური საქმის წარმოება არ მუშაობს და პროკურორს არ აქვს საშუალება, დაიცვას თავი წარმოდგენილი მოთხოვნისგან, ეს უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.