სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქვედა რგოლებში საკადრო ცვლილებები მოხდება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქვედა რგოლებში საკადრო ცვლილებები მოხდება. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
“ქვედა რგოლებში მოხდება საკადრო ცვლილებები, თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იგივე დარჩება. რაც შეეხება ქვედა რგოლებში ცვლილებებს, იქ ახალი სისხლია საჭირო”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
ცვლილება არ შეეხება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ამ პოსტს კვლავ გოგი გახარია დაიკავებს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამინისტროსთან შეერთებასთან დაკავშირებით მთავრობამ მინისტრის ინიციატივა მოიწონა. მღებრიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში აღნიშნული ინიციატივის განხილვას პარლამენტი დაიწყებს.