ვალერი კვარაცხელია: “მაესტროდან” არანაირი შეთავაზება არ მიმიღია

რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია “მაესტროზე“ პარტია “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერის ვალერი კვარაცხელიას მონაწილეობით ანალიტიკური გადაცემის გასვლა იგეგემება, თავად ვალერი კვარაცხელია “კვირასთან“ არ ადასტურებს.
კვარაცხელიას თქმით, მას არხის ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე სახის შეთავაზება არ ჰქონია.
“არ ვადასტურებ აღნიშნულ ინფორმაციას. არავინ დამკავშირებია და გადაცემის თაობაზე რაიმე შემოთავაზება არ ყოფილა“, – აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “მაესტრო” დაატოვებინეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნინო ჟიჟილაშვილს, რის შემდეგაც ტელეკომპანია დატოვეს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა და ჟურნალისტების ნაწილმა.
გუშინვე, “მაესტროს“ ხელმძღვანელობამ არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები