ლაშა კილაძე: ამ ეტაპზე ბიოს მომხმარებელი არცერთი ბენეფიციარი არ გვყავს

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ არის მიმართული, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარდა.
ე. წ. ბიო ნარკოტიებთან დაკავშირებით, შედგა უწყებათშორისი სახელმწიფო კომისია და გამკაცრდა კანონი.
რამდენად აისახა ეს სტატისტიკაზე, ამასთან დაკავშირებით „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე საუბრობს.
მისი თქმით, ცენტრს ამ ეტაპზე ბიოს მომხმარებელი არცერთი ბენეფიციარი არ ჰყავს.
“ეს რეფორმა სტატისტიკას ნამდვილად დაეტყო და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ წუთისთვის ბიოს მომხმარებელი არცერთი ბენეფიციარი არ გვყავს. ბოლო ბენეფიციარი, რომელმაც დეტოქსისთვის მომართა ჩვენს სტაციონარს, რამდენიმე თვის წინ იყო. ამ მხრივ ძალიან კარგად მუშაობს იმ ადრეული გამოვლინების სისტემა, რაც შსს-ში მოქმედებს და იმ საკანონმდებლო ცვლილებების სქემა, რომელიც განხორციელდა. ასევე ძალიან ეფექტურია პრევენციის მეთოდი, რადგან კამპანიამ, რომელიც ჩატარდა, კონკრეტული შედეგები მოიტანა.
ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით ევროპაში ბიოზე დამოკიდებულება კატასტროფულად იზრდება. უკანასკნელი ტენდენციებით შემცირდა კოკაინდამოკიდებული ადამიანების მიმართვის ტემპი და გაიზარდა ბიოსა და მარიხუანაზე დამოკიდებულება. საუბარი მაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც მიდიან სპეციალურ დაწესებულებში სამკურნალოდ. ეს ტენდენცია სინთეტიურ დამოკიდებულებაზე არის ყველგან, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინდუსტრია და დიდი ფული ტრიალებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ჩვენამდე არ მოდის ე. წ “კრაკადილის” თემა და ძალიან შემცირდა მოთხოვნა სტიმულატორებზე. სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია”, – განაცხადა ლაშა კილაძემ.

წყარო: სააგენტო “აიპრესი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები