შს მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – ჰეროინი, „სუბუტექსი“, მარიხუანა და სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ნარკოტიკების განადგურების პროცესს მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
მუდმივმოქმედი კომისია სამ თვეში ერთხელ ანადგურებს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იმ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, რომელებზეც სასამართლოს შესაბამისი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kKsJNzuSbu8″ width=”560″ height=”315″]