შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 10 წლისაა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპოლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის „ფორდ ინტერსეპტორის“ პრეზენტაცია გაიმართება. ასევე მოეწყობა გამოფენა, სადაც ნაჩვენები იქნება საპატრულო პოლიციის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები.
ღონისძიება 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ნოე რამიშვილის ქუჩა N 38 – ში გაიმართება.