გია ხუხაშვილი: ალასანიას პარტიის მომავალი პროკურატურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

  ექსპერტი გია ხუხაშვილი მოძრაობა „თავისუფალი დემოკრატების“ რიგით მესამე ყრილობას ეხმაურება. გია ხუხაშვილი პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ სტაფს უწუნებს და აცხადებს, რომ „ძალიან სუსტი სტაფი“ ჰყავდათ.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა განაცხადა, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული, თუ რა შედეგით დასრულდება მთავარ პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმე.
„ძალიან ცუდი და ყალბი სტაფი ჰქონდათ. დასავლურ ფასეულობებზე აპელირებასთან დაკავშირებით, მათი პოზიცია მე ვიტყოდი აბსოლუტურად უადგილოა. რაც შეეხება, ძირითად მასას, ნებისმიერმა ახალმა პარტიამ უნდა წაიყვანოს ამომრჩეველი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა შანსი აქვთ. იმიტომ რომ, სოციალ-ეკონომიკურ საკითხებს ისინი არ პასუხობდნენ. ეს არ არის მათი ძლიერი მხარე, აქედან გამომდინარე, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. თუმცა ვუსურვებ, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ მომავალში თავისი 5 პროცენტი მიეღოთ ქართულ პოლიტიკაში.
გარდა ამისა, წინ გველოდება კვანძის გახსნა, სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რაც აგრეთვე გარკვეულწილად დაკავშირებულია ამ პარტიასთან, რაღაცნაირად აისახება მათ პოლტიკურ მომავალზე. ბუნებრივია, რადგან მათ თავიანთი პოლიტიკური ბედი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს დაუკავშირეს. გააჩნია, რით დასრულდება, ეს კონკრეტული საქმე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღაღჩინოსნებს უკავშირდება“, – აღნიშნა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები