პრემიერი: საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით (ვიდეო)

ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ვუწოდებთ ჩვენს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერას ვუწოდებთ ჩვენს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში და რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საზიარო კულტურა, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღირებულებები, ჩვენ გვსურს უკეთეს საქართველოში ცხოვრება და ჩვენ, მართლაც, გვინდა ვაქციოთ ეს ქვეყანა ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტმა 2008 წლის იანვრის რეფერენდუმი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინაც კი მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტს ნატოს წევრობა სურდა და ახლაც ამის მომხრე 80% რჩება.
ჟურნალისტი დაინტერესდა, იწვევს თუ არა ეს მოსკოვის პროვოცირებას და ძაბავს თუ არა ეს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად.
“საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. მე ვფიქრობ, რუსეთის ინტერესსაც შეადგენს, რომ ჰქონდეს მშვიდობიანი სიტუაცია, მშვიდობა და სტაბილური სიტუაცია სამეზობლოში”, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=dDGIFhRuwB0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები