აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ცერემონიაზე, 18 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა ხელი მოაწერეს „მშვიდობის საბჭოს“ (Peace Council) დამფუძნებელ ქარტიას.
ტრამპმა, რომელიც ახლადშექმნილ ორგანოს თავმჯდომარეობს, ღონისძიებას „ძალიან ამაღელვებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი შესაძლოა „ოდესმე შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტად“ იქცეს.
როგორც მედია აღნიშნავს, ევროპის რამდენიმე ძირითადმა მოკავშირემ, მათ შორის საფრანგეთმა, ნორვეგიამ, შვედეთმა და სლოვენიამ, უარი განაცხადეს საბჭოში გაწევრიანებაზე, იმის შიშით, რომ ახალი ორგანო შესაძლოა ძირს უთხრიდეს გაერო-ს მანდატს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ხელს არ მოაწერს შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევის გამო.