ლევან მახაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ „დიფ სთეითის“ სრული განადგურება არ დარჩება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებად და საბოლოო ჯამში, ის მიიყვანს პროცესს ბოლომდე
“ვიმედოვნებთ, რომ „დიფ სთეითის“ სრული განადგურება არ დარჩება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებად მხოლოდ და საბოლოო ჯამში, იგი მიიყვანს პროცესს ბოლომდე”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.
მახაშვილის თქმით, როგორც ჩანს, „დიფ სთეითს“ იმდენად გავლენიანი ბერკეტები აქვს, მათ შორის შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში შიგნით, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გადატვირთვა ვერ ხდება.
„არის ცალკეული კარგი გადადგმული ნაბიჯებიც, მათ შორის მფლანგველი და დანაშაულებრივი „ენჯეო“ ქსელების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არასწორი დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ ეს პროცესი არ არის დასრულებული. განსაკუთრებით, საქართველოს გადმოსახედიდან. ვიმედოვნებთ, რომ „დიფ სთეითის“ სრული განადგურება არ დარჩება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებად მხოლოდ და საბოლოო ჯამში, იგი მიიყვანს პროცესს ბოლომდე.
ჩვენ ჩვენი გვაწუხებს, ჩვენი გადმოსახედიდან ვუყურებთ ამ პროცესს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი აუცილებლად ასევე დადებითად აისახება ორმხრივ ურთიერთობებზე.
როგორც ჩანს, „დიფ სთეითს“ იმდენად გავლენიანი ბერკეტები აქვს, მათ შორის შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში შიგნით, შიდა სივრცეებში, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გადატვირთვა ვერ ხდება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.