თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, საბურთალოს რაიონში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.