ბექა დავითულიანი: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვა უწყებების ჩართულობით მიიღო გადაწყვეტილება, გამკაცრდეს კანონმდებლობა და ადმინისტრაციული ჯარიმები, რომ აღარ მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი
დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონის გამკაცრებას გამოეხმაურა.

“თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვა უწყებების ჩართულობით მიიღო გადაწყვეტილება, გამკაცრდეს კანონმდებლობა და ადმინისტრაციული ჯარიმები, რომ აღარ მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯება. მილიონობით ლარს ხარჯავდე ამ საქმეში, რომ გამოასწორო ქალაქის იერსახე, ამ თანხების წყალში გადაყრა არის არალოგიკური. ამიტომ, გამკაცრდება სასჯელი, მოხდება შესაბამისი რეაგირება და გააქტიურდებიან უწყებები ამ თვალსაზრისით,” – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები