238 წლის ლორდ ბაირონი და ლექსი „სტანსები“

დღეს, 2026 წლის 22 იანვარს, ლორდ ბაირონს 238 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას აკადემიკოსი, თბილისის ბაირონის სკოლის დამფუძნებელი ინესა მერაბიშვილი ავრცელებს.
„საქართველოში მისი სახელის უკვდავსაყოფად 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა საქართველოს ბაირონის საზოგადოება, ხოლო 1995 წელს – თბილისის ბაირონის სკოლა, როგორც ინგლისური ენისა და კულტურის შემსწავლელი დამატებითი სასწავლებელი.
გთავაზობთ ბაირონის ერთ-ერთ ლექსს დედანსა და ჩემს თარგმანში“, – წერს ინესა მერაბიშვილი.

Lord Byron
1788 —1824

Stanzas
When a man hath no freedom to fight for at home,
Let him combat for that of his neighbours;
Let him think of the glories of Greece and of Rome,
And get knock’d on the head for his labours.
To do good to mankind is the chivalrous plan,
And is always as nobly requited;
Then battle for freedom wherever you can,
And, if not shot or hang’d, you’ll get knighted.

სტანსები
თუ შენს სამშობლოს არ სჭირდება ალალი სისხლი,
გასწი, მეზობელს მოუპოვე თავისუფლება,
თუ ძველი რომის და ელადის ღირსებას იხსნი,
გმირის სიკვდილით დიდი ნატვრა აგისრულდება.
იყო რაინდი კაცთა მოდგმის – რჩეულთ ხვედრია,
თავისუფლებას არ სჭირდება ბრმა სამანები,
და თუ სიკვდილსაც გადაურჩი, გწამდეს, გელიან
დაფნა, დიდება, შეძახილი და ფანფარები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები