თამაზ ბაძაღუას დაბადების დღე და ლექსი – „მკვდრები ყვიროდნენ“

1959 წლის 22 იანვარს დაიბადა პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი თამაზ ბაძაღუა.


მკვდრები ყვიროდნენ

მკვდრები ყვიროდნენ:
აი, ჩვენი სისხლი და ძვლები,
ჩვენი ხელები – ბნელი ნესტით ამწვანებული,
ჩვენი თვალები – ღია და მუნჯი,
მკვდრები ყვიროდნენ,-
აი, ჩვენი დროშების შუქი,
ჩვენი ძახილის თამამი ექო,
დაუძლეველი სისხლის ჩუხჩუხი,
მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული,
მკვდრები ყვიროდნენ, მაშინ
როცა ცოცხლები სდუმდნენ.

თამაზ ბაძაღუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები