საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ასევე, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.