ბოსფორის სრუტეში ცხედარი იპოვეს — პოლიცია ვარაუდობს, რომ ის დაკარგული რუსი მოცურავეა

თურქეთში, ბოსფორის სრუტეში უცნობი ადამიანის ცხედარი იპოვეს. საზღვაო პოლიცია ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა, რუსი მოცურავე, ნიკოლაი სვეჩნიკოვი იყოს, რომელიც 2025 წლის აგვისტოდან დაკარგულად ითვლება,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

როგორც ცნობილია, ცხედარი სრუტის სანაპიროსთან აღმოაჩინეს და უკვე გადაგზავნეს ექსპერტიზაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

29 წლის სვეჩნიკოვი 24 აგვისტოს ბოსფორის სრუტეში მასშტაბური საერთაშორისო ცურვის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელშიც 81 ქვეყნის დაახლოებით 3000 მოცურავე მონაწილეობდა.

რუსი მოცურავე ფინიშთან არ გამოცხადდა. სტამბოლში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ მოგვიანებით განაცხადა, რომ სვეჩნიკოვის აქტიური ძებნა შეწყდა, თუმცა მისი გაუჩინარების გამოძიება კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები