“აქციების უხილავმა რეჟისორმა რუსთავის ციხის ჭიშკართან მოაქუჩა პატიმარ რადიკალთა ახლობლები – ატირეს და ასე უნდოდათ, დაემუნათებინათ პრეზიდენტი, რომ ხელი “წაცდენოდა” და რამდენიმე რადიკალი მაინც შეეწყალებინა” – ანჯაფარიძე
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე შეწყალების აქტთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ოპოზიციის აქციების ჯერჯერობით უხილავმა რეჟისორმა (ეს ფართო საზოგადოებისთვის, თორემ სადაც ჯერ არს, იქ კარგად იციან) გუშინ რუსთავის ციხის ჭიშკართან მოაქუჩა პატიმარ რადიკალთა მშობლები, ახლობლები, პარტიული ტელეარხები – აბღავლეს, ატირეს და ასე უნდოდათ, დაემუნათებინათ ხელისუფლება და პრეზიდენტი, რომ ეგებ ხელი “წაცდენოდა” და რამდენიმე რადიკალი მაინც შეეწყალებინა.
თუმცა, უნიჭოდ დადგმულ 5-საათიან სპექტაკლს სრულიად პროგნოზირებადი ფიასკო ელოდა. ვერც საზოგადოებაში გამოიწვია რაიმე რეაქცია და ეს ხალხიც გაბითურებული დატოვა. ყინვაში დგომისთვის კომპენსაციას იმედია, ისინდისებენ და მისცემენ”, – წერს ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა 159-მა მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა.