კალასი: ევროკავშირი გრენლანდიის გამო ამერიკასთან კამათს არ აპირებს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აპირებს გრენლანდიის გამო შეერთებულ შტატებთან „ბრძოლის დაწყებას“, თუმცა ის თავის პოზიციას დაიცავს.
აღნიშნული განცხადება კალასმა, სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე გრენლანდიისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ევროკავშირს არ აქვს ბრძოლის დაწყების განზრახვა, მაგრამ დაიცავს თავის პოზიციას. ევროპას აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები თავისი ინტერესების დასაცავად“, – თქვა მან.