ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.

მინისტრმა მარიამ კობიაშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მარიამ კობიაშვილი, ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე გახლდათ დასაქმებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები