ტრამპი – “გრენლანდიის საკითხზე დავთანხმდი სხვადასხვა მხარის შეხვედრას დავოსში”
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, გრენლანდიის თემაზე შეხვედრის შესახებ განაცხადა.
„ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა. დავთანხმდი სხვადასხვა მხარის შეხვედრას დავოსში, შვეიცარიაში. როგორც ყველასთვის ნათლად განვაცხადე, გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეროვნული და გლობალური უსაფრთხოებისთვის. უკან დასახევი გზა არ არსებობს და ყველა თანხმდება ამაზე!“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „უდავოდ ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში“ და ამას საკუთარი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მიღწეულ წარმატებად მიიჩნევს.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში!“ – აცხადებს ტრამპი.