პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 159-მა მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება

პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 159-მა მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

შეგახსენებთ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 19 იანვარს 22:30 საათზე გამოაქვეყნა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაველაშვილის მიერ მისთვის „კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები