„გუშინ, სამწუხაროდ, შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა” – ნინო წილოსანი

“ეს იყო კარგად დაგეგმილი მედიაკამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა. ვისთან მიმართებითაც დიდი მედიაკამპანია იყო აწეული გუშინ, მათი მხრიდან არც ერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი შეწყალების აქტთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟზე საუბრისას აცხადებს.

„გუშინ, სამწუხაროდ, შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. შეწყალება ვიცით, რომ ორმხრივი პროცესია. ერთია, ადამიანი ვინც ითხოვს შეწყალებას და მეორე, პრეზიდენტი, რომელმაც უნდა შეიწყალოს. პროცედურულად ვიცით, რომ თავად პატიმრები წერენ განაცხადს შეწყალებასთან დაკავშირებით. თუმცა იმ ადამიანებთან მიმართებით ვისი ოჯახის წევრებიც და ვისთან მიმართებითაც დიდი მედიაკამპანია იყო აწეული გუშინ, ვიცით, რომ მათი მხრიდან, არც პირადად მათი, არც მათი ოჯახის წევრების მხრიდან არც ერთხელ არ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა. რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5-ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი. თუმცა არც ერთხელ არ გვინახავს მათი მხრიდან კამპანიურად აგორებული მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს. ერთი, რომ მათ საერთოდ გადაეწურათ იმედი, რომ მათი პატიმრები როგორღაც დაიხსნიან თავს ციხიდან და მეორე, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროცესი და მედიაკამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა 159-მა მსჯავრდადებულმა საპატიმრო დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები