“19 იანვარს გამოიცა შეწყალების აქტი, 20 იანვარს დილიდან დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება, რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება?” – ქადაგიშვილი
“არაფერი არ გაუჭიანურებია მიხეილ ყაველაშვილს, გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან ამ აქტის შესაბამისად მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ნათლისღებას გამოვცემ შეწყალების აქტსო, 19 იანვარს გამოიცა შეწყალების აქტი, 20 იანვარს დილიდან დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება, რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება?”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
კერძოდ, მან პატიმრების შეწყალების აქტზე ისაუბრა.
„რა არის ამაში ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ [ისმოდეს კითხვა] შეწყალების აქტი რატომ გამოქვეყნდა საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება გათავისუფლება.
ადამიანების ბედით სპეკულაცია არის ყველაზე დიდი არაჰუმანურობა. პრეზიდენტმა თქვა რომ ნათლისღებას გამოვცემ შეწყალების აქტსო, 19 იანვარს გამოიცა შეწყალების აქტი, 20 იანვარს დილიდან დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება – რა არის ამაში დაუძლეველი ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება?”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.