მაჭავარიანი – პატიმრების შეწყალებაზე: რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში

“რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არავის უნდა უკვირდეს, რომ არ მოხვდა შეწყალებულთა შემადგენლობაში.

„ჩვენ კარგად ვიცით, იქითა მხარე არ აღიარებს ბატონ ყაველაშვილს, როგორც პრეზიდენტს. რატომ ჰქონდათ რაიმეს მოლოდინი?თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, შეწყალება არის ჰუმანური აქტი იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც აანალიზებენ თავიანთ დანაშაულს. ამ შემთხვევაში საუბარია მსჯავრდადებულებზე, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არაფერს ინანიებენ და ფაქტობრივად, შეგვიძლია უტრირებულად ვთქვათ, რომ გამოვლენ, იმავეს ჩაიდენენ. აქედან გამომდინარე, არავის  უნდა უკვირდეს, რომ არ მოხვდნენ შეწყალებულთა შემადგენლობაში, ხოლო მათი მშობლების ამ სახით გამოყენება მორიგი ბინძური ნაბიჯია რადიკალების მხრიდან“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა 159-მა მსჯავრდადებულმა საპატიმრო დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები