“ყველა ვხედავთ იმ მეგაპროექტებსა და ძალიან კარგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე იხსნება” – კირცხალია

“მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას თითქმის 70 კითხვას უპასუხა. ყველა ვხედავთ იმ მეგაპროექტებსა და ძალიან კარგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე იხსნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ გამართული დებატების დროს ისაუბრა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია საუბარი სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით საქმიანობს. დარწმუნებული ვარ, თქვენი სტრატეგიითა და დასახული გეგმით, რომლითაც სამინისტროში მიხვედით, ყველაფერს წარმატებით აღასრულებთ. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები