“ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს” – საელჩო განცხადებას ავრცელებს

“ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რათა გათვალისწინებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შტატში დადგენილი რეგულაციების სრული დაცვა”, – ამის შესახებ ბრაზილიაში საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

კერძოდ, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან რიო დე ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა.

„რიო დე ჟანეიროში სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციიდან გამომდინარე, ქალაქში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, (შეზღუდული გადაადგილება, ფრენების გრაფიკის ცვლილებები, თავშეყრის ადგილებისა და კულტურული ობიექტების დახურვა), ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რათა გათვალისწინებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შტატში დადგენილი რეგულაციების სრული დაცვა!

საჭიროების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ ცხელ ხაზზე: +55 61 3366 1101“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები