ილია ჯალაღანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ახლად არჩეული მერი, მიხეილ აფციაური წარუდგინა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ახლად არჩეული მერი, მიხეილ აფციაური წარუდგინა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ახლად არჩეულ მერს წარმატებები უსურვა, ხაზი გაუსვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში. ასევე აღინიშნა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, სოსო ალიბეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები