ფოთის მერი: საამაყოა, რომ 35 წლის შემდეგ, ჩვენს ქალაქს კრივში ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ფოთელ სპორტსმენს აკაკი ბასარიას ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 19 წლამდე მოკრივეთა შორის ფოთელი სპორტსმენი აკაკი ბასარია ევროპის ჩემპიონი გახდა.
ფოთის მერის თქმით, საამაყოა, რომ 35 წლის შემდეგ, ქალაქს კრივში ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს.
,,აკაკი ბასარიამ ფოთისთვის კიდევ ერთი ისტორია დაწერა. საამაყოა, რომ 35 წლის შემდეგ, ჩვენს ქალაქს კრივში ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, აკაკის, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი პრიზის გარდა, მომავალი წლიდან ყოველთვიური პრემია დაენიშნება.
ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ყველა მიმართულების აქტიურ მხარდაჭერას, რათა ფოთელმა სპორტსმენებმა კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოიპოვონ საერთაშორისო ასპარეზზე“, აღნიშნა მან.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ულოცავს აკაკი ბასარიას და მის მწვრთნელებსა მთელ ამ მნიშვნელოვან წარმატებას.