აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროების რაოდენობის შემცირება დაიწყო.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ ქვეყანაში მიმდინარე როტაცია დაასრულა, რის შედეგადაც კონტინგენტის რაოდენობა, დაახლოებით, 1 000 სამხედრო მოსამსახურით შემცირდა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ. ქვეყანაში დაახლოებით, 3,500 უცხოელი სამხედრო დარჩება.
ოფიციალური ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არის გლობალური სამხედრო განლაგების სტრატეგიული გადახედვის ნაწილი, რომლის მიზანიც რესურსების გადანაწილებაა ინდო–წყნარი ოკეანის რეგიონში.
აშშ-ის მიერ მიღებული ნაბიჯის მიუხედავად, ნატო-ში აცხადებენ, რომ ეს არ ნიშნავს ამერიკის სამხედრო ყოფნის არსებით შემცირებას ევროპაში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება კვლავ პრიორიტეტად რჩება.