დავით ვერავამ ჩხოროწყუს ახალარჩეული მერი ჯუმბერ იზორია მერიის თანამშრომლებს წარუდგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ ჩხოროწყუს ახალარჩეული მერი ჯუმბერ იზორია მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ახალარჩეულ მერს წარმატებები უსურვა და ყოფილ მერს, დათო გოგუას 13-წლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ჯუმბერ იზორიამ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო და დარწმუნებული ვარ, ამ შედეგებს გაამართლებს. ჩვენი გუნდისთვის უმთავრესია, კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. ჯუმბერ იზორიას აქვს ძალიან ბევრი გეგმა და ერთობლივად უფრო მეტი სიკეთის კეთება უნდა შევძლოთ ჩხოროწყუელებისთვის. გვჭირდება ძალიან ბევრი შრომა, თითოეული თქვენგანის დაუღალავი, კეთილსინდისიერი მუშაობა, რათა მეტი შევძლოთ ჩხოროწყუსთვის და აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის”, – აღნიშნა დავით ვერავამ.

მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა ჩხოროწყუელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მოსახლეობას ვპირდები, რომ მაქსიმალურად დავუდგები გვერდში, რათა ყველამ იგრძნოს ის სიკეთეები, რასაც თქვენთან და ცენტრალურ მთავრობასთან ერთად გავაკეთებთ. ჩვენი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე და ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდება. თვალსაჩინოა, რომ მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი დათო გოგუას და პირობას ვდებ, რომ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს ჩხოროწყუს და გუნდთან ერთად გავაგრძელებ მის განვითარებას”, – აღნიშნა ჯუმბერ იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები