ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სამსახურებრივ საქმიანობას შეუდგა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სამსახურებრივ საქმიანობას შეუდგა.
მისი თქმით, პრიორიტეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება.
“დღეს ჩემი ხულოელების ნდობით უკვე მესამე ვადით დავიწყე საქმიანობა ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე. ჩემთვის ეს არა მხოლოდ პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ხულოელის წინაშე.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემს საქმიანობაში პრიორიტეტად განვსაზღვრავ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ განვითარებას, სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას, განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერას, აგრეთვე მოსახლეობის კეთილდღეობაზე მიზანმიმართულ ზრუნვას.
ვაცნობიერებ, რომ წინ ბევრი გამოწვევაა, თუმცა მჯერა, რომ გუნდური მუშაობითა და მოქალაქეებთან აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება ყველა მიზნის წარმატებით განხორციელება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეულმა ხულოელმა იგრძნოს სახელმწიფოს კეთილდღეობა” – აცხადებს ვახტანგ ბერიძე.