ჩინეთში, ქალაქ მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო

ჩინეთში, ქალაქ მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო.
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქალაქ ფოთის თემაზე მომზადებული ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალა. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება მიენიანგის საგამოფენო სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ფოთის პოპულარიზაციას და უცხოელი სტუმრების დაინტერესებას როგორც ტურისტული, ისე საინვესტიციო მიმართულებით.

პარალელურად, ფოთში, საგამოფენო დარბაზში, ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ქალაქ მიენიანგის კულტურის, ტრადიციებისა და იდენტობის ამსახველი ფოტო მასალა.

ფოთის მერი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ერთობლივი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება.

,,დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ერთობლივი ინიციატივები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქალაქების მეგობრობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით”- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის ნოემბერში გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები