რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთ გარეუბანში „წითელი სარდლობის“ ბანდის წინააღმდეგ პოლიციის ოპერაციის შედეგად, სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა.
როგორც “ბიბისი” წერს, ეს ბრაზილიის შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი რეიდი იყო.
შტატის გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ განაცხადა, რომ ალემაოსა და პენჰას რაიონებში დაღუპულთა შორის ოთხი პოლიციელი იყო. დაკავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.
სამშაბათს დილით, დაახლოებით 2500 უსაფრთხოების თანამშრომელი შევიდა ტერიტორიაზე, რის შედეგადაც სასტიკი შეტაკებები დაიწყო. ოფიციალური პირების თქმით, “წითელი სარდლობა” პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღით, ბარიკადების დაწვით და დრონებიდან ბომბების სროლით პასუხობდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ „შეძრწუნებულია“ პოლიციის ოპერაციით და მოუწოდებს „სწრაფი და ეფექტური გამოძიების“ ჩატარებისკენ.
რიოს პოლიციის ცნობით, რეიდის დროს 200 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი და ათობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამოქალაქო და სამხედრო პოლიციის ერთობლივი ოპერაცია ერთწლიანი გამოძიების შემდეგ ჩატარდა.