“ევროკავშირს, რომელსაც დღეს უდიდესი გამოწვევები აქვს, სცალია იმისთვის, რომ კაცი კაცთან დააქორწინოს, ამაზე იდეოლოგია ააგოს და მერე დანარჩენებსაც იგივე დაავალოს” – მაჭარაშვილი

”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დღეა ევროკავშირს, სხვადასხვა გამოწვევის ფონზე, სცალია, რომ “კაცი კაცთან დააქორწინოს, ამაზე იდეოლოგია ააგოს და მერე დანარჩენებს დაავალოს”.

“ევროკავშირს დღეს, როდესაც უდიდესი გამოწვევები აქვს, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ევროკავშირს აქვს გამოწვევები, როდესაც პრეზიდენტი ეუბნება ევროკავშირს, რომ ის უსამართლოდ ექცევა ამერიკას, უწესებს ტარიფებს, თვითონ ევროკავშირში არის უამრავი პრობლემები, ევროკომისიის პრეზიდენტს უკვე რამდენჯერმე მოუწყვეს იმპიჩმენტი, ეკონომიკური კოლაფსებია და ა.შ. სცალია იმისთვის, რომ კაცი კაცთან დააქორწინოს და ამაზე იდეოლოგია ააგოს და მერე დანარჩენებს დაავალოს. ჩვენ ასეთი ევრო ლგბტ კავშირებისგან ვერ მივიღებთ ვერანაირ განცხადებას. ამაზე ხალხმა უკვე ბოლო 1 წელიწადში ორჯერ მოგვცა სათანადო მანდატი“, – განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები