“არსებული ინფორმაციით, საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე ნაკლები საჩივარი იყო შემოსული; ამომრჩევლები ხმას აძლევდნენ ყოველგვარი დაშინების, ზეწოლის, ან ძალადობის გარეშე” – საერთაშორისო დამკვირვებელი

“იმ საარჩევნო უბნებზე დაკვირვების შედეგად, რომელზეც ვიმყოფებოდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და კარგად ორგანიზებული”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან, ფანი ლაჩკომ განაცხადა.

როგორც ლაჩკომ აღნიშნა, კოლეგასთან ერთად, 7 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა თბილისსა და ბათუმში.

“საქართველოში გასულ წელსაც ვიმყოფებოდი საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით და მინდა, აღვნიშნო ის პროგრესი, რომელიც შესამჩნევია. ახლა ელექტრონულ აპარატებს აქვს უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციები და ქაღალდების ხარისხიც გაუმჯობესებულია. არჩევნები იყო კარგად და პროფესიონალურად ორგანიზებული, პროცესი იყო მშვიდი. არ დაგვიფიქსირებია ინციდენტები არც უბნებზე და არც უბნებს გარეთ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე ნაკლები საჩივარი იყო შემოსული. ამომრჩევლები ხმას აძლევდნენ ყოველგვარი დაშინების, ზეწოლის, ან ძალადობის გარეშე. ხმის მიცემის ყველა პროცედურა მარკირებისა და იდენტიფიკაციის ჩათვლით იყო მოწესრიგებული. დამკვირვებლებს ჰქონდათ პროცესის მონიტორინგის საშუალება და არ ჰქონია ადგილი მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას. იმ საარჩევნო უბნებზე დაკვირვების შედეგად, რომელზეც ვიმყოფებოდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და კარგად ორგანიზებული“, – აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები