“მიმდინარე აქციაში მონაწილე ცალკეულმა ჯგუფებმა „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, რის შედეგადაც შეფერხდა ჯგუფის პირდაპირ ეთერში მუშაობა” – საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს პირველი არხი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან „მოამბის“ გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

„4 ოქტომბერს მიმდინარე აქციაში მონაწილე ცალკეულმა ჯგუფებმა „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, რის შედეგადაც შეფერხდა ჯგუფის პირდაპირ ეთერში მუშაობა. შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მედიის წარმომადგენლები ნებისმიერ ვითარებაში ვალდებულნი არიან, იმუშაონ ადგილზე და შეუფერხებლად გააშუქონ მოვლენები. მოვუწოდებთ ყველა პირს, თავი შეიკავოს მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები