პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების მარში, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ, გადაკეტილია თავისუფლების მოედანიც.
რუსთაველზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ საქართველოს დროშები.
როგორც ცნობილია, პროტესტის ძირითადი ნაწილი თბილისის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება.
დღეს უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეა. მოქალაქეები ყოველდღიურად გამოდიან და მათი მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.