მურთაზ ზოდელავა: ჩვენი ძალა მივმართოთ ახალი მიმართულებით ეს არის ლესელიძის ქუჩა, ჩავაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეების ერთიანობა აუცილებელია.
„ჩვენი ძალა უნდა მივმართოთ ახალი მიმართულებით ეს არის ლესელიძის ქუჩა, ჩავაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც კალაძეს ულოცავს გამარჯვებას. 10-15 წუთი გვაქვს დრო, რომ შევიკრიბოთ და მივადგეთ ივანიშვილს,“- აცხადებს ზოდელავა.