“მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება” – ბიძინა ივანიშვილი
“მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 18:30 საათის მონაცემებით, შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – კახა კალაძე – 77.4%;
„ძლიერი საქართველო“ – ირაკლი კუპრაძე – 8.8%;
„გირჩი“ – იაგო ხვიჩია – 6.7%.