“ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ერთად გავიმარჯვეთ ყველამ! ქართველი ხალხი დადგა, როგორც სალი კლდე” – შალვა პაპუაშვილი
“ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ერთად გავიმარჯვეთ ყველამ! ქართველი ხალხი დადგა, როგორც სალი კლდე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია.
“მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ჩვენი ტვინების არევის მცდელობისა, ქართველი ხალხი დადგა, როგორც სალი კლდე და არ გაატარა არავინ იმ სუვერენიტეტის ზღვარს მიღმა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს. მადლობა თითოეულ ქართველს, რომელიც დღეს წავიდა არჩევნებზე, მისცა ხმა და იყო მონაწილე დემოკრატიული პროცესისა, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მანდატის გადაცემა რჩეულებისთვის! მინდა, მივულოცო კახა კალაძეს, მართლაც მიღწევაა ის შედეგი, რომელიც ჩვენ თბილისში ვაჩვენეთ, ეს არის ჩვენი ერთობლივი გამარჯვება.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ დიდი გამარჯვების სულისჩამდგმელი და იდეის განმსაზღვრელია. სალი კლდე, ამას სჭირდება გამაგრება და მთავარი ადამიანი, ვინც ჩვენ გვამაგრებს და გვაერთიანებს, არის ბიძინა ივანიშვილი,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.