გოგა მემანიშვილი: კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის დანაყოფები უკვე მობილიზებულია.

მისივე თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.

“რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები, რათა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეების უსაფრთხოება. რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყეს შეკრება აქციის მონაწილეებმა და, როგორც ინფორმაცია გვაქვს, შეკრების ძირითადი ლოკაცია იქნება თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. არ დაარღვიონ კანონი. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად,” – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში ოპოზიცია აქციისთვის ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები