მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი დააკავა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
“აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ შესაბამის ღონისძიებებს” – წერია შსს-ს განცხადებაში.