“რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში, ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში” – ბიძინა ივანიშვილი

“რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში, ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

“ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა, ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი.

ვინც ერკვევით პოლიტიკაში არ ჩამოვთვლი და, ალბათ, არც არის საჭირო სცენიდან ამაზე საუბარი, გეცოდინებათ, რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებენ კატასტროფაში საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი, აი, ეს გახლავთ თანამედროვე დააპყრობინოს იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები