აქციაზე სამართალდამცავი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცავი დაშავდა.

ერთ-ერთ სპეცრაზმელს დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული.

მას პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მანამდე, ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც განაცხადეს, რომ მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. და “აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები