ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
2025 წლის ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნები დღის 2 საათზე დასრულდა.
მომავალი მთავრობის გამოსავლენად ხმების დათვლა მიმდინარეობს.
ოლქების უმეტესობის შედეგები დღეს საღამოსთვის გახდება ცნობილი. ერთმანეთს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის ANO პარტია და პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას კოალიცია „ერთად“ დაუპირისპირდებიან.
გამოკითხვების თანახმად, პარლამენტში შესაძლოა ცხრა პარტია შევიდეს, აქტივობა კი, სავარაუდოდ, 2021 წელს დაფიქსირებულ 65.4 პროცენტზე მეტი იქნება.
წინასწარი მონაცემებით კი, ანდრეი ბაბიშის პარტია ლიდერობს.