“ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, მშვიდად დაიძინონ, იქიდან გამომდინარე, რომ გეკა გელაძე აკონტროლებს სიტუაციას, მამუკა მდინარაძე კი – ქვეყნის უსაფრთხოებას” – მაჭავარიანი

“ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, მშვიდად დაიძინონ, იქიდან გამომდინარე, რომ გეკა გელაძე აკონტროლებს სიტუაციას, მამუკა მდინარაძე კი – ქვეყნის უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მთელი საქართველო დაცულია.

„როგორც ისინი [ოპოზიცია] იქცევიან, სისხლის სამართლის დანაშაულია, კრიმინალია. ამას შესაბამისი უწყებები მისცემენ შეფასებას. შესაბამისი უწყებები დაარეგულირებენ ვითარებას. ვხედავთ, რომ დღეს, არჩევნების დამთავრებამდე ისინი გადავიდნენ აგრესიაზე, მოქმედებებზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა. მინდა, ვუთხრა, რომ მთელი საქართველო დაცულია. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, მშვიდად დაიძინონ, იქიდან გამომდინარე, რომ გეკა გელაძე აკონტროლებს სიტუაციას, მამუკა მდინარაძე კი, ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები