რუსული დრონი სუმის რეგიონში სამგზავრო მატარებელს დაეჯახა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა

რუსეთმა უკრაინაში, სუმის ოლქზე მორიგი იერიში მიიტანა. რუსულმა დრონმა სამგზავრო მატარებელს დაარტყა, დაზიანდა სადგური და დაშავდა, სულ მცირე, 30 ადამიანი.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, სულ მცირე, რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგორიევმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – შოსტკა-კიევის მარშრუტზე მოძრავი სამგზავრო მატარებელი იყო.

პროკურატურამ განმარტა, რომ დრონის დარტყმამ თავდაპირველად შოსტკას სადგურში მდგომი მატარებელი დააზიანა. რამდენიმე წუთის შემდეგ, პირველი მატარებლიდან მგზავრების ევაკუაციის დროს, მეორე დარტყმა, სხვა მატარებელზე განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ის პოსტში თავდასხმას სასტიკი უწოდა და აღნიშნა, რომ „ეს არის განზრახ მიმართული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ეს არის ტერორი, რომლის იგნორირების უფლებაც მსოფლიოს არ აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები